თურქეთი რუსეთს თავდასხმების შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

მოვუწოდებთ რუსეთს თავდასხმების შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თურქეთი ძალისხმევას არ დაიშურებს რათა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს.

„უკრაინის ომის მეოთხე დღეს, ჩვენ ვიმეორებთ პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდებას რუსეთის თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს და დავასრულოთ სისხლისღვრა ამ უსამართლო და უკანონო ომში“, – აცხადებს იბრაჰიმ ქალინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები