უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისივე თქმით, რუსეთმა, აგრესიის გასამართლებლად, გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები