უკრაინის დაზვერვა ჩეჩენ მებრძოლთა დივერსიული ჯგუფის გაუვნებელყოფის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის შს სამინისტროს მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო კიევში ჩეჩენ მებრძოლთა დივერსიული ჯგუფის წევრების დაკავების შესახებ იტყობინება. წყაროს ცნობით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გაიტაცა.
„ახლახან უკრაინელმა დაზვერვამ კიევში ჩეჩნების დივერსიული ჯგუფი გამოავლინა. ზოგი მებრძოლი ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი – დაკავებულია. ისინი კიევში გატაცებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდნენ“,- განაცხადა გერაშჩენკომ.