მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ უკრაინის ჯარს 10 000 დოლარი გადაურიცხა
ცნობილმა დამსახურებულმა არტისტმა, ლია ახეჯაკოვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 10 ათასი დოლარი გადაურიცხა და მწუხარება გამოთქვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„მე მხარს ვუჭერ უკრაინის ჯარს და ვურიცხავ 10 000$ და თქვენც მოგიწოდებთ გააკეთოთ იგივე! კიდევ ერთხელ ვამბობ, მართლა ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც ხდება. გული მეკუმშება იმის გაცნობიერებით, რომ ახლა თქვენს ქვეყანაში იღუპებიან, როგორც თქვენი, ასევე ჩვენი ახალგაზრდები. ძალიან ახალგაზრდები… გულრწფელად მინდა, რომ ეს დამთავრდეს“,- წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.