უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი: უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ რუსეთის პირველი სამი დღის გეგმები ჩაშალა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის წინადადება მოლაპარაკებებზე ნიშნავს იმას, რომ მათ აქტიური საომარი მოქმედებების გაგრძელება არ შეუძლიათ.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ რუსეთის პირველი სამი დღის გეგმები ჩაშალა.

“ის, რომ რუსული დელეგაცია ბელარუსში, გომელში ჩავიდა, როგორც რუსული მედია იტყობინება, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით, სამხედრო თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – მათ დაკარგეს ინიციატივა და არ შეუძლიათ ამ დროისთვის განაგრძონ აქტიური საომარი მოქმედებები. მათ დარჩათ მხოლოდ ერთი ან ორი მცდელობა. უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ მათი პირველი სამი დღის გეგმები ჩაშალა. უკრაინაში შეტევითი ოპერაციების შემდგომი პერსპექტივა უშედეგოა”, – აცხადებს არესტოვიჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები