რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში, ახტირის რაიონში, სუმის ოლქში, რუსმა სამხედროებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.

ოლქის ხელმძღვანელის დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, თავდასხმა რუსული ტანკიდან მაშინ განხორციელდა, როდესაც სამოქალაქო პირები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ. ჟივიცკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროები შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანას არ უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები