კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც რუსული ჯარი შესვლას ცდილობს, რუსმა სამხედროებმა რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას УНІАН ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
უკრაინული მედია ინცინდენტის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.