„ნებისმიერი, მინსკის გარდა“ – ზელენსკიმ რუსეთს მოლაპარაკებებისთვის სხვადასხვა ქალაქები შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს ნებისმიერ ქალაქში ჩაატარებს, გარდა მინსკისა.

ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს სხვადასხვა ქალაქებს სთავაზობდა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მან უარი განაცხადა.

„ვარშავა, სტამბოლი, ბაქო – ეს ქალაქები შევთავაზეთ რუსეთს მოლაპარაკებებისთვის. ნებისმიერი სხვა ქალაქიც შეიძლება საიდანაც უკრაინის მიმართულებით რაკეტები არ მიფრინავს, მაგრამ არა მინსკი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები