სარჯველაძე – პლენარულ სხდომაზე: განცხადების გაკეთების მსურველ ყველა დეპუტატს ამის საშუალება ექნება

სამშაბათს დაგეგმილ,  პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით “პირველ არხთან” “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე საუბრობს.

სარჯველაძის თქმით, სამშაბათს სხდომა, ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

“სამშაბათს სხდომა, ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. განცხადების გაკეთების მსურველ ყველა დეპუტატს ამის საშუალება ექნება.
მე ძნელად წარმომიდგენია, რა დღეებშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, განცხადებები შეეხებოდეს სხვა თემატიკას – გარდა უკრაინისა. მომდევნო განსახილვევ საკითხებს რაც შეეხება, ამაზე შევჯერდებით ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე. რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ცალკეული თემების შესახებ, თუმცა, მინდა გამოვხატო ჩემი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ოპოზიციის წევრების განცხადებებისა და პოზიციისა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობა ამ მძიმე მომენტისა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები