ზელენსკი: ილჰამ ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა შემოგვთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება
„ილჰამ ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა შემოგვთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება. ეს მისასალმებელია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ღირსეულ პასუხს ვაძლევთ. დარწმუნებული ვარ, ამას ხედავთ ახალ ამბებში და მხოლოდ ერთი რამ მინდა, გითხრათ – ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე თავშესაფარში იბადებიან, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვები გრძელდება, მაშინ მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ უდავოდ სახალხო ომში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.