ჟოზეპ ბორელი: დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის შესახებ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმიანება.
“დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის შესახებ, ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით”, – წერს ბორელი.