ზალკალიანი: აშშ-სთან ერთად ვიქნებით სრულ კოორდინაციაში
ყველა კარგად აცნობიერებს, რომ თუკი ეს აგრესია რუსეთის უკრაინაში იქნება წარმატებული, ეს თავდაყირა დააყენებს საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე დღის წესრიგს და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ერთნი, იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული აგრესიის შემდგომი განხორციელება და დაუყოვნებლივ უნდა იყოს იგი დასრულებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
“მე მქონდა საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, ბატონ ჩოლეტთან და ამ საუბარში ასევე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერაზე. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ თუკი ეს აგრესია რუსეთის უკრაინაში იქნება წარმატებული, ეს თავდაყირა დააყენებს საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე დღის წესრიგს და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ერთნი, იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული აგრესიის შემდგომი განხორციელება და დაუყოვნებლივ უნდა იყოს იგი დასრულებული. ჩვენ ბუნებრივია აშშ-სთან ერთად ვიქნებით სრულ კოორდინაციაში”, – განაცხადა ზალკალიანმა.