ზალკალიანი: ევროკავშირი არის მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ამ უაღრესად დაძაბულ ფონზე
“მინდა, საზოგადოებას ვაუწყო იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომუნიკაციის შესახებ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით. დღეს მე მქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის თავმჯდომარესთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბუნებრივია, საუბრის ძირითადი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე აგრესია და ის, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ და რა ნაბიჯებს დგამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები”, – ამის შესახებ ააქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
“განვიხილეთ, ასევე, საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ და ჩვენი სოლიდარობა უკრაინასთან რუსეთის აგრესიის ფონზე, ის განხორციელებული, პოლიტიკური, მხარდამჭერი გზავნილები. ევროკავშირი არის მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ამ უაღრესად დაძაბულ ფონზე. ბუნებრივია, ჩვენი ყურადღება ასევე მიმართულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე ახსოვს საქართველო, მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მაქსიმალურად ვართ მობილიზებულები, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომლებიც საქართველოს აქვს უსაფრთხოების კუთხით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.