უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ გაიგო მოსკოვის მოლაპარაკებების პოზიცია და უკრაინა არ წავა ქვეყნისთვის მიუღებელ დათმობებზე.
„ნებისმიერი ომი აუცილებლად მთავრდება მოლაპარაკებებით. უკრაინამ მოსკოვში მოლაპარაკებების პოზიცია მოისმინა. მათ იციან ჩვენი შეხედულება მოლაპარაკების ფორმატზე და ჩვენი მოლაპარაკების პოზიციაზე“, – განაცხადა მან.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევი თითქოს ცდილობდა მოლაპარაკებებიდან თავის დაღწევას – პოდოლიაკმა ყალბი მცდელობა უწოდა, შეიყვანოს მოლაპარაკებები ჩიხში ჯერ კიდევ მათ დაწყებამდე.
„უკრაინა უარს ამბობს მინსკში მოლაპარაკებების გამართვაზე, რადგან დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ეს ქვეყანა აღარ არის უკრაინისთვის მეგობრული და უსაფრთხო. ასეთი პლატფორმა შესაძლოა გახდეს ვარშავა ან იერუსალიმი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.