მაკრონი: საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ მათ, დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ
საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნები არიან, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან.
მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ.
კრიზისის დროს სოლიდარულები ვართ და ვიქნებით”, – წერს მაკრონი “ტვიტერზე”