სანდრო რაქვიაშვილი: ვინც იწყებს ომს, ის ყოველთვის სცდება თავის თავს და პირიქით უნდა იყოს – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი შეწყდეს
ვინც იწყებს ომს, ის ყოველთვის სცდება თავის თავს და პირიქით უნდა იყოს – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი შეწყდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინელი დეპუტატის მოწოდებას გამოეხმაურა.
„ერთის მხრივ გასაგებია, რომ საქართველოს რაღაც განსაკუთრებული რესურსი არა აქვს, რომ რუსეთზე ზემოქმედება იქონიოს, მაგრამ მინიმუმ ის, რომ დავეხმაროთ, ამერიკას და ევროპას სანქციების აღსრულებაში, ეს სავსებით შეგვიძლია. არა მარტო შეგვიძლია, ვალდებულები ვართ, რომ გავაკეთოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.