ზელენსკი: თურქეთმა რუსულ სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში გადაადგილება შეუზღუდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთმა დააწესა აკრძალვა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გადაადგილებაზე. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა ჩემს მეგობარს, ბატონ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული ხომალდების გავლის აკრძალვა და თურქეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება დღეს ძალზე მნიშვნელოვანია. უკრაინის ხალხი. არასოდეს დაივიწყებს ამას!” – წერს ზელენსკი Twitter-ზე.