გოგა ჩანადირი უკრაინელი ტურისტების დახმარებაზე: ურჩხულები სწორედ ასეთი სიკეთით და თანადგომით მარცხდებიან

მადლობა იმ ქართულ კომპანიებს, საწარმოებს, სასტუმროებს, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებს, კაფე-რესტორნებს, პირებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გადაწყვიტეს ჩვენს ქვეყანაში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა, დაპურება, გათბობა, შეფარება, მასპინძლობა, – ამის შესახებ ფოტოგრაფი და ბლოგერი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

“მადლობა იმ ქართულ კომპანიებს, საწარმოებს, სასტუმროებს, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებს, კაფე-რესტორნებს, პირებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გადაწყვიტეს ჩვენს ქვეყანაში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა, დაპურება, გათბობა, შეფარება, მასპინძლობა.
ეს არის ამაღელვებელი ამბავი და ქართველი ერის მაღალ კულტურაზე, ადამიანების სიყვარულზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის პატივისცემაზე მეტყველებს.
ურჩხულები სწორედ ასეთი სიკეთით და თანადგომით მარცხდებიან.
ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს გზა”, – წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები