ბლინკენი: აშშ უკრაინას 350 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას უწევს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„დღეს, როცა უკრაინა გაბედულად და ამაყად ებრძვის რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმას, მე პრეზიდენტის მითითებით ვაძლევ უფლებას 350 მილიონ დოლარამდე უპრეცედენტო სახსრების მესამედ გატანას, რათა დაუყოვნებლივ მხარდაჭერილი იყოს უკრაინის დაცვა. ამგვარად, შეერთებული შტატების მიერ გასული წლის განმავლობაში უკრაინას უსაფრთხოების ჯამურმა დახმარებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – აცხადებს ბლინკენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები