უკრაინის დაზვერვა: ოკუპანტები დონეცკზე ქიმიური თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ და ამაში უკრაინას დაადანაშაულებენ

რუსი ოკუპანტები დონეცკზე ქიმიური თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ და ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაადანაშაულებენ, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაზვერვაზე დაყრდნობით.

„არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია დროებით ოკუპირებულ დონეცკზე. იქ ოკუპანტები გაზის ნიღბებს ურიგებენ ადგილობრივ მებრძოლებს და რუს სამხედროებს. არსებობს პროვოკაციის შესაძლებლობა – სამრეწველო კონტეინერების ქიმიკატებით ნგრევა. ისინი აპირებენ უკრაინელი სამხედროების დადანაშაულებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ამ დივერსიაში. ვაცხადებთ, რომ რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით, უკრაინა არ მიმართავს მსგავს მეთოდებს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები