„ლელოს“ დეპუტატებმა პარლამენტის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს
„ლელოს“ დეპუტატებმა პარლამენტის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ქმედებით დეპუტატები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.
„დღეს მსოფლიოს ყველა ქალაქში გადმოფენილია უკრაინის დროშა. უკრაინის დროშის ფერებშია განათებული სახელმწიფო დაწესებულებებიც. მთელი მსოფლიო უცხადებს მხარდაჭერას გმირ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის დროშა უნდა გადმოიფინოს საქართველოს პარლამენტში “,- აღნიშნავს სამადაშვილი.