სულხან გამყრელიძე: ახლა, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, ჩვენ თუ ერთმანეთს დავერევით თბილისში
საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი სულხან გამყრელიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში ქართველმა ხალხმა გონიერება უნდა გამოიჩინოს.
მისი თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა ომის პირობებში შიდა გარჩევებია.
“უკრაინის მოვლენებმა დაგვანახა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ახლა, ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, ჩვენ თუ ერთმანეთს დავერევით თბილისში. მესმის, რომ ყველა ძალიან აღელვებულია, მაგრამ აუცილებელია ძალიან დიდი ერთიანობა. ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხის ქვეშაა. რამდენიმე კილომეტრში, საქართველოს ტერიტორიაზე დგას არმია, რომელიც საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ომი უკრაინაში არის ომი საქართველოში. ომის პირობებში კი შიდა გარჩევები დაუშვებელია. მოვლენები ვითარდება გაუთვალისწინებლად. ამიტომ ამ არაპროგნოზირებად მდგომარეობას ჩვენ საზიანოდ, ჩვენ თვითონ ნუ შევუწყობთ ხელს”,- ამბობს სულხან გამყრელიძე.