“მხარს ვუჭერთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას და ვდგავართ უკრაინის გვერდით” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.  შესაბამის განცხადებას უწყება “ტვიტერზე” აქვეყნებს.

“საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვდგავართ უკრაინის გვერდით.”- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები