ვლადიმერ ბოჟაძე: თბილისში ხოშტარია, ხოლო უკრაინაში მისი პირდაპირი მოკავშირე, ფსბ-ს აგენტი გონჩარენკო ასრულებენ მტრის დავალებას

თბილისში ხოშტარია, ხოლო უკრაინაში მისი პირდაპირი მოკავშირე, ფსბ-ს აგენტი გონჩარენკო ასრულებენ მტრის დავალებას, რათა როგორმე ჩვენი ქვეყანა ჩაითრიონ სამხედრო კონფრონტაციაში – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

„რუსეთის რეზიდენტის მგიმო-ელი ელენე ხოშტარიას განსაკუთრებული აქტიურობა (კარგად გვახსოვს 2019 წელი) არ გეგონოთ შემთხვევითი და იფიქროთ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი. თბილისში ხოშტარია, ხოლო უკრაინაში მისი პირდაპირი მოკავშირე, ფსბ-ს აგენტი გონჩარენკო ასრულებენ მტრის დავალებას, რათა როგორმე ჩვენი ქვეყანა ჩაითრიონ სამხედრო კონფრონტაციაში. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მანქურთებს საქართველოში სიტუაციის არევის საშუალება არ მივცეთ!“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები