ლიაშკო: დამპყრობლებმა 198 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. აღნიშნულის შესახებ ჰოსპიტალ Okhmatdyt-ზე დაყრდნობით ლიაშკო სოციალურ ქსელში წერს.

“დამპყრობლების ხელში გვყავს 198 დაღუპული, მათ შორის 3 ბავშვი, 1115 – დაჭრილი, მათ შორის 33 ბავშვი”,- წერს ლიაშკო.

უკრაინის უმსხვილესმა ბავშვთა ჰოსპიტალმა Okhmatdyt-მა განაცხადა, რომ 26 თებერვალს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათთან რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შემდეგ დაშავებული დაახლოებით 7 წლის ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანა.

ერთ-ერთ ბიჭს კისრის არეში ჭრილობა მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა რბილი ქსოვილების მრავლობითი დაზიანება, თავის არეში მიღებული ჭრილობა და თავის ტვინის შეშუპება.

ტრავმის სიმძიმის გამო სისხლდენის შესაჩერებლად საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები