საგარეო უწყება: საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
“საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნული საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,” – წერია სამინისტროს განცხადებაში.
Georgia 🇬🇪, along with 80 other states, co-sponsored the #UNSC resolution, which was vetoed by Russia 🇷🇺. The issue will move to UNGA.
We reiterate full support to our 🇺🇦 friends at all the possible international platforms. We #StandWithUkraine.— MFA of Georgia (@MFAgovge) February 26, 2022