კიევისთვის გამართულ ბრძოლაში „სვობოდას“ წევრი, ირინა ცვილა გარდაიცვალა
კიევში გამართულ ბრძოლებში უკრაინული პარტია „სვობოდას“ წევრი, ირინა ცვილა გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო – Ukrinform ავრცელებს. სააგენტომ უმაღლესი რადას დეპუტატის, ოლეგ ტიახნიბოკის ფეისბუქსტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს:
“რუსეთ-უკრაინის ომის გმირი, ჩვენი ბატალიონის და თავისუფლების ლეგიონის მებრძოლი… მარადიული ხსოვნა და დიდება მას! ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და შურს ვიძიებთ!”, – აღნიშნა ტიაგნიბოკმა.