ზელენსკი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაწყდეს
“ეს ის გადამწყვეტი მომენტია, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაწყდეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერ”-ზე წერს.
“მე უკვე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დამატებით დახმარებასა და ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე”, – წერს ზელენსკი.