Anonymous – პუტინს: ვაპირებთ, გამოვააშკარაოთ ის, რაც წლების მანძილზე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული

“ვლადიმერ პუტინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეთ, დააიგნოროთ ჩვენი არსებობა, შესაბამისად, იძულებულნი ვართ, კონკრეტული ზომები მივიღოთ, სპეციალურად შენთვის”, – ამის შესახებ  ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი იტყობინება.

“სამარცხვინოა შენი ბოლოდროინდელი მუქარა ფინეთისა და შვედეთის მიმართ.

ვაპირებთ, გამოვააშკარაოთ ის, რაც წლების მანძილზე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

უკვე ზედმეტად გვიანია იმისათვის, რომ წარსული ტყუილები მოგიტევოთ. მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება, აღარ გახსოვს, ჩვენ არ დავივიწყებთ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც შენი მმართველობის პერიოდში დაიხოცნენ…”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები