“უკრაინის თავდაცვითი ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვით ოპერაციას და ინარჩუნებს დაკავებულ პოზიციებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ”
„რუსი ოკუპანტების თავდასხმითი ოპერაცია გრძელდება. მოწინააღმდეგე აგრძელებს საავიაციო დარტყმებს აეროდრომებზე უკრაინის აღმოსავლეთ და კიევის ჩრდილოეთ ნაწილში. საავიაციო დარტყმები განხორციელდა სუმის, პოლტავის, მარიუპოლის რაიონებზეც. შავი ზღვიდან მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორიის მისამართით „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოუშვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“უკრაინის თავდაცვითი ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვით ოპერაციას და ინარჩუნებს დაკავებულ პოზიციებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. მოწინააღმდეგის დანაკარგი ასეთია: 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 536 დაჯავშნილი საბრძოლო მანქანა, 15 ქვემეხი, 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.