ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმაში დახმარებაზე უარი უთხრა
რუსეთმა ყაზახეთს შეუერთდეს უკრაინაზე თავდასხმაში თხოვნით მიმართა. ოფიციალურმა ნურ-სულთანმა რუსეთს დახმარებაზე უარი განუცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო NBC ავრცელებს.
ყაზახეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა არ აღიარებს მარიონეტულ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად და მიიჩნევს, რომ ეს არ არის მიზეზი უკრაინაზე თავდასხმისთვის.