ზელენსკიმ კიევიდან მისი ევაკუაციის შესახებ აშშ-ის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა აშშ-ის შეთავაზებაზე, მოხდეს კიევიდან მისი ევაკუაცია.

ამის შესახებ Washington Post-ი იტყობინება.

აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის მთავრობა მზად არის, დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს   კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს მის სიცოცხლესა და თავისუფლებასთან  დაკავშირებული რისკები. აღნიშნულზე ზელენსკი უარს აცხადებს.

რუსეთის მიერ განხორციელებული პირველივე შეტევისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არცერთ შემთხვევაში არ დატოვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები