რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე? – ალექსანდრე თამაზაშვილის განმარტება
ალექსანდრე თამაზაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის პოლიტიკოსები, რომელთა წყალობითაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, ახლა “მამაცობენ”.
როგორც თამაზაშვილი წერს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ჯარი ახლოსაა.
“პირველ რიგში, ყველა იმ არაადამიანის დედა ვატირე , ვინც უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას მშვიდად უყურებს და ერთი სული აქვთ – საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ!!!
რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ?
შეუერთდეს იმ სანქციებს , რომელსაც მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის წევრები შეუერთდნენ? რომლებიც დარწმუნებულები არიან , რომ მათ არანაირი საფრთხე რუსეთის მხრიდან (ამ ეტაპზე) არ ემუქრებათ? სხვა რომელი ქვეყანა შეუერთდა ამ სანქციებს?
ის სხვა ამბავია , რამდენად პროპორციულია აღნიშნული სანქციები რუსეთის მოქმედებებთან!!
რა უნდა ქნას პრემიერ მინისტრმა?
ჩავიდეს ქალაქში , რომელიც ალყაშია და იბომბება და რომელშიც , არცერთი ევროპული ქვეყნის მეთაური არ ჩასულა?!
ჩვენზე ბევრად ძლიერი და დიდი სახელმწიფოების საელჩოებმა ევაკუაცია გამოაცხადეს და დატოვეს კიევი..
საქართველოს საელჩო , ამ წუთებშიც ფუნქციონერობს…
არ დაგვავიწყდეს , რომ რუსეთმა დაარღვია მსოფლიო წესრიგი და ძალის დემონსტრირებით ცდილობს , თავისი სისხლიანი პოლიტიკის გატარებას.. მისი ჯარები კი სულ რაღაც 50 კილომეტრში დგას საქართველოს დედაქალაქთან… და ეს მოცემულობა გვაქვს , სწორედ იმ პოლიტიკოსების წყალობით , რომლებიც ახლა “მამაცობენ” და რომელთა ლაჩრობაც ყველამ იხილა 2008 წლის აგვისტოში… დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! თავისუფლებას დიდება”, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.