პუტინი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის, მინსკში რუსეთის დელეგაცია გაგზავნოს უკრაინულ დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად.

ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, “თავდაპირველად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის დახმარება, მათ შორის, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია”, – თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციაში შევლენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„ვლადიმერ პუტინი დღეს ტელეფონით ესაუბრა ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელმაც, თავის მხრივ, დაარწმუნა, რომ მზად იქნება, შექმნას ყველა აუცილებელი პირობა დელეგაციების ჩამოსვლისთვის, მათი უსაფრთხოებისა და ხელუხლებლობის უზრუნველსაყოფად და აღნიშნული მოლაპარაკებების გასამართად”, – თქვა პესკოვმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელნსკიმ მიმართა რუს კოლეგას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები