შვედეთი უკრაინას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გადასცემს
უკრაინა შვედეთისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს, ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია იუწყება.
“მადლობა შვედეთის პრემიერმინისტრს ეფექტური მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვაშენებთ ანტიპუტინურ კოალიციას”, – ნათქვამია “ტვიტერის” განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი შვედეთისგან ჰუმანიტარულ დახმარებასაც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ სამხედრო დახმარება უკვე მიიღო კანადისგან. კიევში იარაღით დატვირთული უკვე მეორე თვითმფრინავი ჩაფრინდა.