ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous – მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
კიდევ ერთი კიბერ შეტევა რუსეთის ფედერაციაზე. ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous – მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა.
ძალოვანი უწყების ვებგვერდი ამ დროისთვისაც გათიშულია. ამის შესახებ დაჯგუფებამ “ტვიტერზე” დაწერა.
ცნობისთვის, ამავე ჯგუფმა კიბერშეტევა განახორციელა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის (RT) ვებგვერდზე.