ვიტალი კლიჩკო: კიევი თავდაცვის ფაზაშია, მტერს ქალაქის განადგურება სურს
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში რთული ვითარებაა და ქალაქი თავდაცვის ფაზაშია.
მისივე თქმით, მტერს კიევის განადგურება სურს.
„ქალაქი თავდაცვის ფაზაში გადავიდა. ახლა ზოგიერთ უბანში სროლებისა და აფეთქების ხმა ისმის. უკრაინელი სამხედროები დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ. სამწუხაროდ, დივერსიული ჯგუფების რაღაც ნაწილი კიევში შემოვიდა. მტერს დედაქალაქის განადგურება სურს. უკრაინის არმია კიევის ირგვლივ თავდაცვას უზრუნველყოფს. სიტუაცია რთულია, თუმცა, ჩვენი შეიარაღებული ძალების გვჯერა. მათ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.