რატი იონათამიშვილი: რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს – „ნაციონალური მოძრაობით”

“ქართული ოცნების” დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რუსეთი უკრაინას ტანკებით ებრძვის, საქართველოს კი – “ნაციონალური მოძრაობით”.
მისი თქმით, ამ პარტიის მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ – თემით სპეკულაციაა.

„რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს – „ნაციონალური მოძრაობით”. იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანი სინამდვილეში არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ თემის სპეკულაციური გზით გამოყენებაა, მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ. რუსეთმა ერთი საუკუნის წინ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. დღეს ის უკრაინის ოკუპაციას ახდენს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის ოკუპაციაც კი თავისუფალი სამყაროს ოკუპაციას ნიშნავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი უნდა აიძულოს, დაიხიოს უკან და უკრაინის ოკუპაციაზე თქვას უარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები