„ამ ომს არ აქვს გონივრული გამართლება“, – რუსმა მეცნიერებმა პუტინს მიმართეს

რუსმა მეცნიერებმა და სამეცნიერო ჟურნალისტებმა პუტინს ღია წერილით მიმართეს და უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო ის მკაცრად გააკრიტიკეს.

მიმართვის ტექსტი ტელეკომპანია „დოჟდმა“ გამოაქვეყნა.

“ამ ფატალურ ნაბიჯს უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლამდე მივყავართ, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებს ძირს უთხრის. ევროპაში ახალი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება. ამ ომს არ აქვს გონივრული გამართლება. ის უსამართლო და გულწრფელად აზრსმოკლებულია,” – ნათქვამია წერილში.

ღია წერილს ხელი 150-ზე მეტმა პირმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები