რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები უკრაინაში, კიევიდან 40 კილომეტრში მდებარე ანტონოვის აეროპორტში შევიდნენ და მასზე კონტროლი დაამყარეს.
ამის შესახებ CNN-ს ცხელი წერტილიდან მეთიუს ჩენსმა განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები ამ წუთებში კონტრშეტევებს ახორციელებენ, რათა აეროპორტი კვლავ მათი კონტროლის ქვეშ მოექცეს.
“თვითმფრინავების ხმა გვესმის, სხვადასხვა ფერის კვამლს ვხედავთ, სავარაუდოდ, ჩვენს თავზე არიან”, – თქვა ჩენსმა.