კიევმა უკრაინის ყველა პარტნიორს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ქვეყნის ყველა პარტნიორს იმავე ქმედებისკენ მოუწოდა.

“უკრაინამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, იგივე გააკეთონ. ამ კონკრეტული ნაბიჯით აჩვენეთ, რომ თქვენ, უკრაინასთან ერთად, კატეგორიულად უარყოფთ ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიარაღებული აგრესიის ყველაზე თავხედი აქტს,” – დაწერა დიპლომატმა Twitter-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები