“აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დააწესებენ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, აშშ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას აგრძელებს.
„დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, – წერს ჯო ბაიდენი.