რუსთავში ავარიის შედეგად ავტომობილი აფეთქდა – დაშავებულია ოთხი პირი

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ალიევის სკვერის მიმდებარედ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეებს შეეჯახა და აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი, დაბეჟილობებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ ეტაპზე, ავტომობილის აფეთქების მიზეზები ცნობილი არ არის.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები