“გირჩის” მიმართვა პარლამენტს: ვინც დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთიდან უკანონოდ შევა, ჩვენთან არ შემოუშვათ

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” პარლამენტს მოუწოდებს, რომ ვინც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთიდან უკანონოდ შევა, საქართველოში შემოსვლა აეკრძალოთ.

“ვინც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მხრიდან უკანონოდ შევა, დაასანქციეთ და იმავე რეჟიმში მოაქციეთ, რა რეჟიმიც ვრცელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთიდან უკანონოდ შესულებზე. ანუ, არ შემოვუშვათ საქართველოში”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები