პატიმარი, რომელმაც კლინიკა ”ვივამედი”-ში თვითმკვლეობა სცადა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ”კვირას” კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა. პატიმარმა თვითმკვლელობა 19 თებერვალს სცადა. ის კლინიკაში კორონავირუსზე მკურნალობდა.
მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ცნობით, პაციენტმა თვითმკვლელობა კლინიკიდან გაწერის შემდეგ სცადა, – “ეს მოხდა გაწერიდან, დაახლოებით, საათ-ნახევრის შემდეგ”, – აღნიშნა ექიმმა.