გიორგი ფხაკაძე: გილოცავთ, დღეს საქართველოში კოვიდი ოფიციალურად დამთავრდა, საქართველო გუგუნებს

“გილოცავთ, დღეს საქართველოში კოვიდი ოფიციალურად დამთავრდა”,- ასე ეხმაურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას.

“საქართველოში, ფაქტობრივად, მოხსნეს ყველა რეგულაცია: არაკოვიდსასტუმრო, არადეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა…. საქართველო გუგუნებს.

არადა, სინამდვილეში  ერთი დიდი კოვიდსასტუმროა მთელი ქვეყანა. ჯანმრთელობას გისურვებთ …

P.S: დღეს 45 ადამიანი რომ გარდაიცვალა, მათ გრიპი აიკიდეს თუ სუსტი ვირუსი (არანაირი ჩარევა რომ არ უნდა, ისეთი “უწყინარი” ვირუსი რომაა)?! “დასასრულის დასაწყისი” ძალიან მძიმე რომ გამოდგა, ატყობთ?! … ისე, რაც დღეს ხდება, სირცხვილია … მაგრამ სირცხვილი ამ ქვეყანაში მოსული “პონტია”,- წერს ფხაკაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები