გიორგი ღვინიაშვილი: ეს ყველაფერი არის ამ არჩევნების პასუხი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი ღვინიაშვილი მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალის წარდგენის ფაქტს არჩევნებს უკავშირებს. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტის ჩამოიშორება სურს.
„ეს ყველაფერი არის ამ არჩევნების პასუხი. ხელისუფლებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ყველა მესამე ადამიანმა დაუჭირა მხარი. ხელისუფლებას სურს, რომ შემდგომში – არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს არა დაპირებების შესრულებით და საქმის კეთებით, არამედ ოპოზიციის სრული განადგურებით“, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები