მებაჟე ოფიცრებმა სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

“საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები