საგარეო უწყება: ქართველ დიპლომატებს მიეცათ რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ გადაწყვეტილება კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ

“უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ადგილზე რჩებიან”, – ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ქართველ დიპლომატებს მიეცათ რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ გადაწყვეტილება კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ.

“უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ”, – განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები