საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 764 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 28,55 პროცენტს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 14 764 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ხოლო, გარდაიცვალა 45 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 553 668 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 407 776, გარდაიცვალა 15 888 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები